ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელსა და პალესტინას შორის ესკალაციაზე დღეს იმსჯელებენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელსა და პალესტინას შორის ესკალაციაზე დღეს იმსჯელებენ. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართება.
„ისრაელსა და პალესტინას შორის ესკალაციასა და სამოქალაქო მსხვერპლის მიუღებელ რიცხვთან დაკავშირებით, ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ვიდეოკონფერენციას. განვიხილავთ, თუ როგორ შეუძლია, ევროკავშირს წვლილი შეიტანოს მიმდინარე ძალადობის დასრულებაში“, – წერს ბორელი.
In view of the ongoing escalation between Israel and Palestine and the unacceptable number of civilian casualties, I am convening an extraordinary VTC of the EU Foreign Ministers on Tuesday. We will coordinate and discuss how the EU can best contribute to end the current violence
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) May 16, 2021