ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 16 აპრილს რუსეთის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 16 აპრილს რუსეთის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 16 აპრილს რუსეთის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ.

როგორც ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლუქსემბურგში დაგეგმილი მინისტერიალის მონაწილეები სოლსბერიში განხორციელებულ თავდასხმაზე იმსჯელებენ, ასევე განიხილავენ ევროკავშირის წევრი და არა წევრი ქვეყნების მიერ რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას.

ამ კონტექსტში მინისტრები განიხილავენ რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების ხუთი მთავარი პრინციპის განხორციელებას. აღნიშნული ხუთი პრინციპი ევროკავშირმა 2016 წლის მარტში შეათანხმა, როგორიცაა: მინსკის შეთანხმებების სრული განხორციელება; უფრო მჭიდრო კავშირები რუსეთის პოსტსაბჭოთა მეზობლებთან; რუსეთის საფრთხეების წინააღმდეგ ევროკავშირის წინააღმდეგობის გაძლიერება; რუსეთთან შერჩევითი ურთიერთობა ზოგიერთ საკითხზე, როგორიცაა, მაგალითად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბძოლა; ადამიანებს შორის კონტაქტების მხარდაჭერა.