ევროკავშირის საგამოძიებო მისიის ხელმძღვანელი მალტის პრემიერ-მინისტრს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირის საგამოძიებო მისიის ხელმძღვანელი მალტის პრემიერ-მინისტრს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს

მალტაში ევროკავშირის საგამოძიებო მისიის ხელმძღვანელი სოფი ველდი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯოზეფ მუსკატს მოუწოდებს, დაუყონებლივ დატოვოს თანამდებობა.

სოფი ველდიმ ეს განცხადება მალტის პრემიერ-მინისტრთან და იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ვფიქრობ, ყველა, მათ შორის პრემიერ-მინისტრიც აღიარებს, რომ მათ საკმაოდ დიდი შეცდომები დაუშვეს. თანამდებობის შენარჩუნება კიდევ უფრო დიდი შეცდომა იქნება“, – განაცხადა ევროკავშირის საგამოძიებო მისიის ხელმძღვანელმა.

გარდა ამისა, მალტის ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ პარლამენტს ბოიკოტს გამოუცხადებენ მანამდე,  ვიდრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას არ დატოვებს.

რამდენიმე დღის წინ, მალტის პრემიერ-მინისტრმა, ჯოზეფ მუსკატმა განაცხადა, რომ
თანამდებობას იანვარში დატოვებს. ქვეყნის პრემიერსა და მის გუნდს 2017 წელს მოკლული ჟურნალისტის საქმეში ადანაშაულებენ.

ჟურნალისტი დაფნე კარუანა გაკიცია 2017 წელს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. ის პრემიერ-მინისტრისა და მისი გუნდის კორუფციულ საქმიანობას იძიებდა.