ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი შატილის გზაზე 17 ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის „ტვიტერის“ მიკრობლოგზე.
„ღრმად ვარ დამწუხრებული შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს“, – აცხადებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.
Deeply saddened to learn of tragic accident on the Shatili road that has taken the lives of 17 people. My deep condolences to all families who have lost loved ones.
— EUMM Head of Mission (@EUMMGeorgia_HoM) August 25, 2020
საქართველოში გლოვის დღეა. 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.