ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჩვენი ცხელი ხაზი დღეს დილით გააქტიურდა, დამკვირვებლები ასევე იმყოფებოდნენ ერგნეთში  
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჩვენი ცხელი ხაზი დღეს დილით გააქტიურდა, დამკვირვებლები ასევე იმყოფებოდნენ ერგნეთში  

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები იმყოფებოდნენ  ერგნეთში, როცა ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოხდა, – ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აცხადებენ.

„ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი გააქტიურდა დღეს დილით. ასევე, მისიის დამკვირვებლები იმყოფებოდნენ ადგილზე, ერგნეთში, როცა მოხდა ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფლება“, – აღნიშნავენ სადამკვირვებლო მისიაში.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია.

ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს.