ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩორჩანას ტყის მიდამოებში პატრულირებისას გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს

11:13, 23.10.2019

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს და ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათი წარმომადგენლები ჩორჩანას ტყეში პატრულირებას ახორციელებენ.

„მისიის მცხეთის რეგიონული ოფისის დამკვირვებლები ჩორჩანას ტყის მიდამოებში პატრულირებისას. ისინი „ბორდერიზაციის“ ნიშნებს აფიქსირებენ, რათა შემდეგ საკუთარ ანგარიშებში ასახონ“, – აღნიშნულია ორგანიზაციის გვერდზე „ფეისბუქში“.

მსგავსი