ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის ლიდერ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. მოლაპარაკებების დროს ევროპელმა მაღალჩინოსანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ძალის გამოყენება დაგმო და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა მოითხოვა. ამის შესახებ შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„წინსვლის გზა მხოლოდ მოლაპარაკებებია, მხარს ვუჭერ ეუთო-ს. მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა იყვნენ დაცულები“, – წერს შარლ მიშელი.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს არის მსხვერპლი.