ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობა აცხადებს, რომ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის ოფიციალურად გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობა აცხადებს, რომ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის ოფიციალურად გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. მათივე ცნობით, პირველი კლასტერის ოფიციალურად გახსნის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების მიზნით მუშაობა მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება.
„დღეს კვიპროსის თავმჯდომარეობამ დაიწყო მზადება უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებებში პირველი კლასტერის ოფიციალური გახსნისთვის. ეს აღნიშნავს მნიშვნელოვან ეტაპს მათი ევროპული ინტეგრაციის გზაზე და აგზავნის ევროკავშირის ერთიანობისა და მონდომების ძლიერ გზავნილს.
მომდევნო დღეებში ჩვენ გავაგრძელებთ თავდაუზოგავად მუშაობას საბჭოში კლასტერის ოფიციალური გახსნის შესახებ დისკუსიების დასასრულებლად. კვიპროსის თავმჯდომარეობა, დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით ხელმძღვანელობით, ახორციელებს გაფართოებას, რაც სტრატეგიული პრიორიტეტი და ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფორმაციული პოლიტიკაა“, – წერს ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობა X-ზე.
Τοday the Cyprus Presidency initiated the preparation for the formal opening of Cluster one in the accession negotiations of Ukraine and Moldova.
This marks a significant milestone in their European integration path, and sends a strong message of EU unity and determination.
In…
— Cyprus Presidency of the Council of the EU 2026 (@CY2026EU) June 3, 2026