ევროკავშირის საბჭომ უკრაინა იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროპაში მოგზაურობა შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ
ევროკავშირის საბჭომ უკრაინა იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროპაში მოგზაურობა შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ

ევროკავშირის საბჭომ უკრაინა იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროპაში მოგზაურობა შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ. აღნიშნული რეკომენდაცია საბჭომ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე მიიღო.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „კოვიდ-19“-ის მოგზაურობაზე დაწესებული ყველა შეზღუდვის მოხსნის რეკომენდაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს 15 ივლისიდან ეძლევათ.

სულ ევროკავშირის მიერ შედგენილ ე.წ. მწვანე სიაში ამჟამად 23 სახელმწიფოა შეყვანილი.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაცია შესასრულებლად სავალდებულო არ გახლავთ და ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები უკრაინის მოქალაქეებისთვის დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ.

დატოვე კომენტარი