ევროკავშირის საბჭომ მოლდოვაში ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის გასაძლიერებლად ევროკავშირის პარტნიორობის სამოქალაქო მისია შექმნა
ევროკავშირის საბჭომ მოლდოვაში ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის გასაძლიერებლად ევროკავშირის პარტნიორობის სამოქალაქო მისია შექმნა

ევროკავშირის საბჭომ მოლდოვაში ევროკავშირის პარტნიორობის სამოქალაქო მისია შექმნა ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ საგარეო საქმეთა მინისტერილის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

საბჭოს განცხადებით, ევროკავშირის პარტნიორობის მისია შეიქმნა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში. აღნიშნული სამოქალაქო მისიის მიზანია მოლდოვის უსაფრთხოების სფეროს მედეგობის გაძლიერება კრიზისების მართვისა და ჰიბრიდული საფრთხეების სფეროებში, ასევე უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და ჩარევებთან გამკლავების კუთხით.

„მოლდოვა არის უკრიანაში რუსეთის უანონო შეჭრის შედეგებით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა და ჩვენ ვხედავთ რუსეთის მზარდ მცდელობებს, მოახდინოს მოლდოვაში ვითარების დესტაბილიზაცია ჰიბრიდული ქმედებებით. დღეს ჩვენ ვაძლიერებთ ევროკავშირის მხარდაჭერას მოლდოვის მიმართ მისი უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ამ ახალი მისიის განთავსება არის ამჟამინდელ რთულ გარემოებებში ევროკავშირის მხარდაჭერის მორიგი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნიშანი“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.

ამასთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიაღწია ფართო შეთანხმებას იმ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მექანიზმთან დაკავშირებით, რომლებიც მოლდოვის დესტაბილიზაციას ახდენენ. ასევე, საბჭო შეთანხმდა ევროპის მშვიდობის ფონდიდან მოლდოვის თავდაცვითი შესაძლებლობების მხარდასაჭერად დამატებით 40 მილიონი ევროს გამოყოფაზე.