ევროკავშირის საბჭომ გადახედა იმ ქვეყნების სიას, რომლებისთვისაც რეკომენდებულია სამოგზაურო შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება
ევროკავშირის საბჭომ გადახედა იმ ქვეყნების სიას, რომლებისთვისაც რეკომენდებულია სამოგზაურო შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება

ევროკავშირის საბჭომ გადახედა იმ ქვეყნების სიას, რომლებისთვისაც რეკომენდებულია სამოგზაურო შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება. სიაში რვა ქვეყანა დარჩა: ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ახალი ზელანდია და რუანდა, ხოლო მერვე ქვეყნისთვის – ჩინეთისთვის სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნა რეკომენდებულია ურთიერთგების პრინციპის საფუძველზე.

ამგვარად, სიას ახალი ქვეყნები არ შემატებიან. განახლებულ ჩამონათვალში აღარ მოხვდა ურუგვაი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ იმ ქვეყნების სია, რომლებისთვისაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნა, ივნისის ბოლოს გამოაქვეყნა. თავდაპირველად, სიაში 15 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც იყო. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნების ჩამონათვალი რეგულარულად უნდა გადაიხედოს. ევროკავშირმა საქართველო კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის გათვალისწინებით, უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ოქტომბერში ამოიღო.

საბჭოს რეკომენდაცია არ არის იურიდიულად სავალდებულო ინსტრუმენტი. აღნიშნული რეკომენდაციის შესრულებაზე პასუხისმგებელი არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები.