ევროკავშირის საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა
ევროკავშირის საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა.

სანქციები ეხებათ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც რამე ფორმით კავშირში არიან ბირთვული იარაღის წარმოებასთან. ფიზიკურ პირებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აქვთ აკრძალული და გაყინულია მათი აქტივები.

სანქციების სიაში 57 ფიზიკური პირი და 9 კომპანიაა.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ყველაზე მკაცრია მათ შორის, რაც კი ევროკავშირს რომელიმე ქვეყნისთვის დაუწესებია.