ევროკავშირის საბჭომ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო
ევროკავშირის საბჭომ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო

ევროკავშირის საბჭომ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

ამ საკითხზე მსჯელობა 17-18 ოქტომბერს ევროკავშირის ლიდერების სამიტზე გაგრძელდება. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა გააკეთა.

„გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ახლა ამ საკითხს ლიდერები განიხილავენ. ვინარჩუნებ ოპტიმიზმს, მჯერა, რომ ევროკავშირის ლიდერები ამ გადაწყვეტილებას გამოასწორებენ. ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. ალბანეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ ვალდებულებები შეასრულეს, ახლა ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი დაპირება,“ – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

გავრცელებული ცნობით, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა არ დაუჭირეს.

დატოვე კომენტარი