ევროკავშირის საბჭომ 2023-2024 წლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტები გამოაქვეყნა - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია
ევროკავშირის საბჭომ 2023-2024 წლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტები გამოაქვეყნა - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია

ევროკავშირის საბჭომ 2023-2024 წლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ევროკავშირისეული პრიორიტეტები გამოაქვეყნა.

„ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა წარმოადგენს ევროპაში სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლის გაძლიერებას ევროპის საბჭო აგრძელებს. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ეს ახალ იმპულს სძენს პროგრესის გაგრძელებას ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხრივ ამ ქვეყნებსა და უფრო ფართო რეგიონში“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ევროკავშირი ასევე აღიარებს ევროპული საბჭოს მნიშვნელოვან როლს დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეფორმების პროცესის მიმდინარეობისას ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მხარდაჭერასა და მნიშვნელოვანი ინსტიტუტების გაძლიერებაში.

„ევროკავშირი და ევროპის საბჭო გააგრძელებენ ერთად მუშაობას, რათა დაეხმარონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს და პოტენციურ კანდიდატებს, მიაღწიონ ხელშესახებ პროგრესს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად მათი რეფორმების საერთო პროცესში. ჩვენი საერთო პროგრამები გაფართოებისა და სამეზობლოს რეგიონებში გააგრძელებს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას“, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე.