ევროკავშირის საბჭო ევროკომისიას მოუწოდებს, დააჩქაროს მუშაობა მესამე ქვეყნებთან კოვიდსერტიფიკატების ორმხრივი აღიარებისთვის
ევროკავშირის საბჭო ევროკომისიას მოუწოდებს, დააჩქაროს მუშაობა მესამე ქვეყნებთან კოვიდსერტიფიკატების ორმხრივი აღიარებისთვის

ევროკავშირის საბჭო ევროკომისიას მოუწოდებს, დააჩქაროს მუშაობა მესამე ქვეყნებთან კოვიდსერტიფიკატების ორმხრივი აღიარებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში.

ევროკავშირის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საბჭო წევრ ქვეყნებს ევროკავშირის შიგნით თავისუფალი მიმოსვლისა და ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით კოორდინაციის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

ამასთან, ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილებით, ევროკავშირი უფრო აქტიურად შეებრძოლება კორონავირუსის შესახებ ყალბ ახალ ამბებს. ევროპელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს ვაქცინაციის დაჩქარების მიზნით, ევროკავშირში ჩატარებული საინფორმაციო კამპანიის წარმატების შესახებ. ამავე დროს აღნიშნეს, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავ რთული რჩება, მათ შორის ლატვია და რუმინეთი დასახელდა.