ევროკავშირის ქვეყნებმა შესაძლოა, აშშ-იდან, ბრაზილიიდან და რუსეთიდან ვიზიტორები დროებით არ მიიღონ
ევროკავშირის ქვეყნებმა შესაძლოა, აშშ-იდან, ბრაზილიიდან და რუსეთიდან ვიზიტორები დროებით არ მიიღონ

ევროკავშირის ქვეყნებმა შესაძლოა, აშშ-იდან, ბრაზილიიდან და რუსეთიდან ვიზიტორები დროებით არ მიიღონ. მიზეზად აღნიშნულ ქვეყნებში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება სახელდება.

როგორც გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, ევროკავშირმა მოამზადა იმ ქვეყნების სია, რომლებისთვისაც საზღვრებს გახსნის.

მედიასაშუალება წერს, რომ ამჟამად ევროკავშირს მომზადებული აქვს მისაღები ვიზიტორების ორი პოტენციური სია, რომელიც ეფუძნება იმას, თუ როგორ უმკლავდება ესა თუ ის ქვეყანა კორონავირუსის პანდემიას. ორივე სიაშია წარმოდგენილი ჩინეთი, გარდა ამისა, ისეთი განვითარებადი ქვეყნები, როგორიცაა: უგანდა, კუბა, ვიეტნამი. ჩამონათვალში არ არის აშშ და სხვა სახელემწიფოები, საიდანაც, როგორც გამოცემა წერს, ვიზიტორების მიღება სარისკოა ვირუსის გავრცელების გამო.

„ნიუ იორკ თაიმსი“ აღნიშნავს, რომ შემუშავებული სიები ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა ეს შესაძლოა, მომავალ კვირაში მოხდეს.