ევროკავშირის პრესსპიკერი - ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებიდან ერთი კვირის შემდეგ ნიკა მელია დააპატიმრეს, პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერის, ანუარ ელ ანუნის განცხადებას ავრცელებს საქართველოს შესახებ.
როგორც ანუნი აღნიშნავს, ფუნდამენტური უფლებების გამოყენებისთვის დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ.
„ზურაბ ჯაფარიძის (დაპატიმრებიდან) ერთი კვირის შემდეგ გუშინ კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია დააპატიმრეს. პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ყველა, ვინც ფუნდამენტური უფლებების გამოყენებისთვის დააკავეს, უნდა გათავისუფლდეს“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ანუნის განცხადებაში.