ევროკავშირის მისია - ვიმედოვნებთ, ინციდენტების პრევენციის ჯგუფი შეძლებისდაგვარად სწრაფად შეიკრიბება და პროგრესს მიაღწევს 
ევროკავშირის მისია - ვიმედოვნებთ, ინციდენტების პრევენციის ჯგუფი შეძლებისდაგვარად სწრაფად შეიკრიბება და პროგრესს მიაღწევს 

ჩვენ შევხვდებით შეძლებისდაგვარად სწრაფად და ვიმედოვნებ, პროგრესს მოკლე დროში მივაღწევთ, – ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ერიკ ჰოგმა ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ზოგიერთმა მონაწილემ თქვა, რომ პროგრესის მისაღწევად დროა საჭირო. ჩვენ შევხვდებით შეძლებისდაგვარად სწრაფად და ვიმედოვნებ, რომ პროგრესს მოკლე დროში მივაღწევთ. შეხვედრაზე ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია. ახლა ჩვენ ვაკვირდებით, შესაძლებელია თუ არა მეტი შედეგის მიღება. ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი აუცილებელია კომუნიკაციის არსებობისთვის და მოსაზრებების გასაცვლელად. ადგილზე სტაბილურობის შესანარჩუნებლდ ცხელი ხაზი სამომავლოდაც იმოქმედებს”, – განაცხადა ერიკ ჰოგმა.

შეხვედრა დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახა ქემოკლიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა.