ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არალეგიტიმურს უწოდებს
ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არალეგიტიმურს უწოდებს

ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არალეგიტიმურს უწოდებს. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლოგიკის საწინააღმდეგოდ, ბრიუსელი ჯერ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, შემდეგ კი შემთხვევით ირჩევს მის კანდიდატებს.

„ემორჩილება ბლოკის დისციპლინას და ანტირუსულ სტერეოტიპებს, ბრიუსელი კვლავ ინსტიქტურად აწვება უმოქმედო სანქციების „ღილაკზე“. უფრო მეტიც, ლოგიკის საწინააღმდეგოდ, ჯერ მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილება, შემდეგ კი იგეგმება მისთვის კანდიდატების შემთხვევითი შერჩევა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, მოსკოვი კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს მსჯავრდებული ალექსეი ნავალნის გათავისუფლების უკანონო და აბსურდულ მოთხოვნებს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკაში ასეთ ქმედებებს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევას უწოდებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა ხელიდან გაუშვა კიდევ ერთი შესაძლებლობა, გადახედოს რუსეთთან ურთიერთობებში ხელოვნური კავშირების, სანქციებისა და ზეწოლის კურსს, რამაც ბოლო ბოლო წლებში სრული მარცხი აჩვენა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციონერ, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა.