ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურში შეხვედრა გაიმართა
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურში შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ვირტუალური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტის ექსპერტი იგორის კრჟეჩკოვსკისი, გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროსი ექსპერტი ჰენდრიკუს ვან ბოქსმირი, ფინეთის საბაჟოს ეკონომიკური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი სარი კნააფი და მოლდოვის რესპუბლიკის ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის აქტივების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი პაველ ქალპაჯიუ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე უცხოელმა კოლეგებმა საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს გაუზიარეს გამოცდილება ფინანსური დანაშაულის გამოძიებისა და კრიმინალური აქტივების მართვის მიმართულებით. შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას, არსებულ გამოწვევებს, ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და გასულ წელს მიღწეულ შედეგებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მიმართულებით უწყებებს შორის კოორდინაციის გააქტიურებაზე. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.