ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინაზე იშვიათი თრომბების შესახებ ინფორმაციას სწავლობს
ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინაზე იშვიათი თრომბების შესახებ ინფორმაციას სწავლობს

ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინაზე იშვიათი თრომბების შესახებ ინფორმაციას სწავლობს.

როიტერი“ წერს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ირგვლივ დაწყებული უთანხმოების პარალელურად, ეს „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინასთან დაკავშირებით გამოძიების ოფიციალური გამჟღავნებაა.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ინფორმაციით, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინით აცრის შემდეგ, დაბალი თრომბოციტების შემადგენლობით იშვიათი თრომბის ოთხი სერიოზული შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან ერთი გარდაცვალებით დასრულდა.

ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანოს ცნობითვე, „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით კვლევა ფართოვდება, რადგან კაპილარული გაჟონვის სინდრომის ხუთი შემთხვევა გამოვლინდა.