ევროკავშირის ლიდერები წევრ ქვეყნებს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის ბლოკში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებენ

16:01, 04.10.2019
Outgoing president of the European Commission Jean-Claude Juncker (L) welcomes German Defence Minister and newly-appointed EU Commission Chief Ursula von der Leyen, on July 23, 2019, 2019 in Brussels. (Photo by JOHN THYS / AFP)        (Photo credit should read JOHN THYS/AFP/Getty Images)

ევროკავშირის ლიდერები წევრ ქვეყნებს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის ბლოკში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებენ.

როგორც ევროკომისიის მოქმედი და მომავალი პრეზიდენტის, ევროპული საბჭოს მეთაურისა და ევროპარლამენტის თავმჯდომარის წერილშია აღნიშნული, ჩრდილოეთ მაკედონიამ და ბალკანეთმა ევროკავშირის მოთხოვნები დააკმაყოფილეს.

ევროკავშირის მაღალჩინოსნების თქმით, ევროკავშირი სტრატეგიული არჩევნის წინაშე დგას და ბალკანეთის ორ ქვეყენასთან მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირისთვის გარკვეულწილად გამოცდაა, რომლითაც უნდა გამოჩნდეს შეუძლია თუ არა ბრიუსელს დაპირების შესრულება. ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა 15 ოქტომბერს უნდა იმსჯელონ. შარშან და წელს ივნისშიც ევროკავშირის წევრებმა გაფართოების მიზნით დიალოგის დაწყებაზე უარი განაცხადეს. წინააღმდეგი წავიდა საფრანგეთი და ნიდერლანდები.

მსგავსი