ევროკავშირის ლიდერები საგანგებო შეხვედრას გამართავენ, რომელზეც იენს სტოლტენბერგიც არის მიწვეული
ევროკავშირის ლიდერები საგანგებო შეხვედრას გამართავენ, რომელზეც იენს სტოლტენბერგიც არის მიწვეული

ევროკავშირის ლიდერები 25 თებერვალს საგანგებო შეხვედრას გამართავენ, რომელზეც ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც არის მიწვეული.

25-26 თებერვალს დაგეგმილი მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლა და ევროკავშირი-ნატო-ს ურთიერთობა იქნება.

როგორც ევროკავშირში აცხადებენ, სამიტზე ევროკავშირის ლიდერები ისაუბრებენ ვაქცინაციის პროცესში არსებულ პრობლემებზე, ასევე „კოვიდ-19“-ის ე.წ. სერტიფიკატების შემოღების თემაზე, ევროკავშირის შიგნით მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვებსა და პანდემიის ეკონომიკურ შედეგებზე.

სამიტის მეორე დღეს ევროკავშირის ლიდერები ნატო-სთან თანამშრომლობის საკითხებს შეეხებიან. მათ შორის განხილული იქნება ნატო-სა და ევროკავშირის მომავალ სამიტებზე აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მიწვევის თემაც.

დატოვე კომენტარი