ევროკავშირის ლიდერები ორგანიზაციის წამყვან თანამდებობებზე ახალი ხელმძღვანელების შესარჩევად კონსულტაციებს მართავენ
ევროკავშირის ლიდერები ორგანიზაციის წამყვან თანამდებობებზე ახალი ხელმძღვანელების შესარჩევად კონსულტაციებს მართავენ

ევროკავშირის ლიდერები ბლოკის წამყვანი თანამდებობების გასანაწილებლად საგანგებო სამიტზე შეიკრიბნენ. ბრიუსელში უნდა გადაწყდეს, თუ ვინ უხელმძღვანელებს ევროკომისიას, ევროპულ საბჭოს, ევროპარლამენტს, ევროპის ცენტრალურ ბანკს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურს.

ინტენსიური მოლაპარაკების მიუხედავად, სამიტზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, რადგან კანდიდატებზე მთავარი უთანხმოება გერმანიასა და საფრანგეთს აქვთ.

„ევრონიუსი“ წერს, რომ ევროკომისიის თანამდებობაზე ფავორიტი კანდიდატი ჰოლანდიელი სოციალისტი, ფრანს ტიმერმანსია, თუმცა მისი მთავარი მოწინააღმდეგეები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არიან.

ორმხრივი კონსულტაციებისთვის ევროკავშირის სამიტი 30 ივნისს, გვიან ღამით შეწყდა.