ევროკავშირის ლიდერები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სამიტზე იმსჯელებენ
ევროკავშირის ლიდერები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სამიტზე იმსჯელებენ

ევროკავშირის ლიდერები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით პირველ და 2 ოქტომბერს სამიტზე იმსჯელებენ. ამის შესახებ საუბარია მოსაწვევში, რომელიც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ლიდერებს გაუგზავნა.

ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამიტზე ასევე განიხილება ბელარუსში არსებული ვითარება, რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის თემა, ისევე როგორც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში თურქეთთან დაკავშირებული საკითხი.

დატოვე კომენტარი