ევროკავშირის ლიდერები ევროპული ინსტიტუტების ხელმძღვანელობის კანდიდატებზე ვერ შეთანხმდნენ და მოლაპარაკებებს 2 ივლისს გააგრძელებენ
ევროკავშირის ლიდერები ევროპული ინსტიტუტების ხელმძღვანელობის კანდიდატებზე ვერ შეთანხმდნენ და მოლაპარაკებებს 2 ივლისს გააგრძელებენ

ევროკავშირის ლიდერები ევროპული ინსტიტუტების ხელმძღვანელობის კანდიდატებზე ვერ შეთანხმდნენ და მოლაპარაკებებს 2 ივლისს გააგრძელებენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა.

ბრიუსელში უნდა გადაწყდეს, ვინ უხელმძღვანელებს ევროკომისიას, ევროპულ საბჭოს, ევროპარლამენტს, ევროპის ცენტრალურ ბანკსა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე მთავარ კანდიდატად ფრანს ტიმერმანსი განიხილება, თუმცა მისი კანდიდატურის წინააღმდეგი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არიან. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე კრისტალინა გეორგიევა განიხილება, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელად კი, მარგრეტ ვესტაგერის ან შარლ მიშელის კანდიდატურები.

ბრიუსელში 30 ივნისს დაწყებული მოლაპარაკებები შუაღამემდე გაგრძელდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა, რის შემდეგაც, ღამის განმავლობაში ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა.