ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში არაფორმალურ შეხვედრას მართავენ
ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში არაფორმალურ შეხვედრას მართავენ

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს. 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც ევროგაერთიანების ქვეყნების პირველი პირები მსჯელობენ, 2019 წელს ჩანიშნული ევროპარლამენტის საყოველთაო არჩევნები და ტრანსნაციონალური სიაა, რომელიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის დატოვების შემდეგ შეიძლება შეიქმნას (საუბარია, 79 ადგილზე, რომელიც BREXIT-ის შემდეგ ევროპარლამენტში გათავისუფლდება. შეიქმნება თუ არა ტრანსნაციონალური სია, ევროკავშირში ჯერ კიდევ სადავო საკითხია).

არაფორმალურ შეხვედრაზე 27 ქვეყნის ლიდერები ასევე განიხილავენ მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოს – ევროკავშირის წლიური ბიუჯეტის რეგულაციის 7-წლიან პერსპექტივას.

შეხვედრის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი პრესკონფერენციას გამართავენ.