ევროკავშირის ლიდერები ბრექსითის მოლაპარაკებების მეორე ფაზის დაწყებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ლიდერები ბრექსითის მოლაპარაკებების მეორე ფაზის დაწყებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები ბრექსითის მოლაპარაკებების მეორე ფაზის დაწყებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრაზე მიიღეს. დონალდ ტუსკმა შეხვედრის შედეგი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მიულოცა.

ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის მოლაპარაკებები ვაჭრობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაგრძელდება. ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან-კლოდ იუნკერი ამბობს, რომ მომდევნო ეტაპი მნიშვნელოვნად რთული იქნება.

ევროკავშირი პროცესის გასაგრძელებლად გზამკვლევს შეადგენს. ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები სავარაუდოდ 2018 წლის მარტში დაიწყება.