ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახურის კვლევის მიხედვით, ოკეანეების ტემპერატურამ მიმდინარე კვირაში უმაღლეს დონეს მიაღწია
ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახურის კვლევის მიხედვით, ოკეანეების ტემპერატურამ მიმდინარე კვირაში უმაღლეს დონეს მიაღწია

ოკეანეების ტემპერატურამ მიმდინარე კვირაში, დღემდე აღნუსხულ მონაცემებთან შედარებით, უმაღლეს დონეს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახურის, „კოპერნიკის“ კვლევაში.

კვლევის თანახმად, ოკეანეების ტემპერატურა მიმდინარე კვირაში 20.96 გრადუსი იყო, რაც ამ დროის საშუალო წლიურ მაჩვენებელს ბევრად აღემატება.

ოკეანეები სასიცოცხლო მნიშვნელობის კლიმატის მარეგულირებელია. ისინი შთანთქავენ სითბოს, აწარმოებენ დედამიწის ჟანგბადის ნახევარს და არეგულირებენ ამინდის ფორმებს. უფრო თბილ წყლებს ნახშირორჟანგის შთანთქმის ნაკლები უნარი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ატმოსფეროში პლანეტის სათბური გაზის მეტი რაოდენობა დარჩება.

ოკეანის ტემპერატურის მატებას ასევე შეუძლია, დააჩქაროს მყინვარების დნობა, რომლებიც მიედინება ოკეანეში, რაც გამოიწვევს ზღვის დონის მატებას.

ცხელი ოკეანეები და სიცხის ტალღები აწუხებს ზღვის სახეობებს, როგორებიცაა თევზები და ვეშაპები, ამიტომ ისინი მოძრაობენ უფრო გრილი წყლების ძიებაში, რაც არღვევს კვების ჯაჭვს. დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ თევზის მარაგები შეიძლება დაზარალდეს.