ევროკავშირის ჰიმნი აფხაზეთის კაპელას, გორის ქალთა კამერული გუნდის, სამების ტაძრისა და თბილისის ოპერის გუნდების შესრულებით [ვიდეო]

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წელს პირველად აჟღერდა ევროკავშირის ჰიმნი.

ჰიმნი აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ, გორის ქალთა კამერულმა გუნდმა, სამების საპატრიარქო ტაძრისა და თბილისის ოპერის თეატრის გუნდებმა ერთობლივად შეასრულეს.