ევროკავშირის ღირებულებების დარღვევის ბრალდებით, ევროპარლამენტმა უნგრეთის წინააღმდეგ დისციპლინურ მოქმედებას მხარი დაუჭირა
ევროკავშირის ღირებულებების დარღვევის ბრალდებით, ევროპარლამენტმა უნგრეთის წინააღმდეგ დისციპლინურ მოქმედებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის ღირებულებების დარღვევის ბრალდებით, ევროპარლამენტმა უნგრეთის წინააღმდეგ დისციპლინურ მოქმედებას მხარი დაუჭირა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის მთავრობას მედიაზე, უმცირესობებსა და კანონის უზენაესობაზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. თავად ორბანი ბრალდებებს არ ეთანხმება.

უნგრეთის წინააღმდეგ მოქმედებას ხმა ევროპარლამენტის 448 დეპუტატმა მისცა, 197 კი წინააღმდეგი წავიდა.

წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ დამტკიცების შემთხვევაში, უნგრეთის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყება.

ევროკავშირში წევრი ქვეყნის წინააღმდეგ მსგავსი კენჭისყრა პირველად ჩატარდა. სასჯელის ზომა შეიძლება იყოს ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლების შეჩერება ან სხვა სახის სანქცია.

11 სექტემბერს, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ვიქტორ ორბანმა ევროკაშირის გადაწყვეტილებას „შანტაჟი“ და „უნგრეთის შეურაცხყოფა“ უწოდა.