ევროკავშირის ექვსი სახელმწიფო კიბერსაფრთხეებზე საპასუხოდ, სწრაფი რეაგირების ძალებს ქმნის
ევროკავშირის ექვსი სახელმწიფო კიბერსაფრთხეებზე საპასუხოდ, სწრაფი რეაგირების ძალებს ქმნის

ლიეტუვას ინიციატივით, ევროკავშირის 6 სახელმწიფო კიბერსაფრთხეებზე საპასუხოდ სწრაფი რეაგირების ძალებს შექმნის.

შესაბამის შეთანხმებას შეუერთდნენ ესტონეთი, ხორვატია, ნიდერლანდები. რუმინეთი და ესპანეთი.

საფრანგეთი, პოლონეთი და ფინეთი ახალი კიბერნეტიკული ძალების მუშაობაში წლის ბოლომდე ჩაერთვებიან. ამის შესახებ განცხადება ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.

კიბერსაფრთხეებზე საპასუხოდ, სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის შესახებ პროექტი ევროკავშირმა 2017 წელს დაამტკიცა. პროექტი ითვალისწინებს პროგრამის მონაწილე ქვეყნებს შორის არა მხოლოდ ინფორმაციის, არამედ თანამშრომლებისა და სამეცნიერო მიღწევების გაცვლასაც.  იგეგმება სწრაფი რეაგირების ჯგუფების შექმნა, რომლებიც კიბერსივრცეში არსებულ გამოწვევებს უპასუხებენ. მომავალში დაგეგმილია ერთობლივი წვრთნების ჩატარება და საკანონმდებლო ბაზის დახვეწაც.