ევროკავშირის ექსპერტებმა მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარეს
ევროკავშირის ექსპერტებმა მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარეს

ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (EU-ACT) მხარდაჭერით, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს ევროპელმა ექსპერტებმა, მოტივაციური ინტერვიუირების თემაზე, ტრენინგი ჩაუტარეს.

ტრენინგს პოლონეთის ნარკო-პრევენციის ცენტრის უფროსის მოადგილე ბოგუსლავა ბუკოვსკა და პოლონეთის ფსიქიატრიისა და ნერვოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი ქშიშტოფ ოსტაჟევსკი უძღვებოდნენ.

მანდატურის სამსახურმა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საპილოტე პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებში ის მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპელ ექსპერტებთან და ამ მიმართულებით გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.