ევროკავშირის ელჩი, რომელიც სკრიპალების მოწამვლის საქმეზე კონსულტაციებისთვის ბრიუსელში გაიწვიეს, მოსკოვში დაბრუნდა
ევროკავშირის ელჩი, რომელიც სკრიპალების მოწამვლის საქმეზე კონსულტაციებისთვის ბრიუსელში გაიწვიეს, მოსკოვში დაბრუნდა

ევროკავშირის ელჩი მარკუს ედერერი, რომელიც სკრიპალების მოწამვლის საქმეზე კონსულტაციებისთვის ბრიუსელში გაიწვიეს, მოსკოვში დაბრუნდა.

ელჩის მოსკოვში დაბრუნების შესახებ ინფორმაციას რუსეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

„მრავალი კითხვის პასუხად, გაცნობებთ, რომ რუსეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი მარკუს ედერერი ბრიუსელში კონსულტაციების დასრულების შემდეგ რუსეთში დაბრუნდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სოლსბერიში რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთში თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. მაშინ ევროკავშირის ლიდერებმა სოლიდარობა გამოუცხადეს დიდ ბრიტანეთს და განაცხადეს, რომ სოლსბერიში მომხდარზე პასუხისმგებლობა, დიდი ალბათობით, რუსეთს ეკისრება.