ევროკავშირის ელჩები გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ელჩები გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ბელგია იუწყება.

„ეს თანხები უკრაინის აღდგენის მხარდაჭერასა და რუსული აგრესიის კონტექსტში სამხედრო დაცვას მოხმარდება“, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის ლიდერები ამ გეგმას დაამტკიცებენ, უკრაინა დაახლოებით სამი მილიარდი ევროს ოდენობით თანხას მიიღებს.