ევროკავშირის დატოვების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები შენგენის ზონაში ვიზის გარეშე იმოგზაურებენ
ევროკავშირის დატოვების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები შენგენის ზონაში ვიზის გარეშე იმოგზაურებენ

ევროკავშირის დატოვების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები შენგენის ზონაში ვიზის გარეშე იმოგზაურებენ.

ევროპული საბჭოს ინფორმაციით, მსგავსი პრივილეგიით გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები იმ შემთხვევაშიც ისარგებლებენ, თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების მიღწევის გარეშე დატოვებს. მათ შენგენის ზონაში მოგზაურობა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

ევროპული საბჭოს ინიციატივა ახლა ევროპარლამენტში უნდა განიხილონ.

ამასთან, ევროპული საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზების არ არსებობის შემთხვევაში, იგივე ზომა უნდა მიიღოს დიდმა ბრიტანეთმა.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთი თანახმაა, ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიზე ხანმოკლე ვიზიტები ვიზის გარეშე შეეძლოთ.

გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი მიმდინარე წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.