ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის შემთხვევაში, ბრიტანეთი შესაძლოა 16 მილიარდი დოლარით დაზარალდეს
ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის შემთხვევაში, ბრიტანეთი შესაძლოა 16 მილიარდი დოლარით დაზარალდეს

ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი 16 მილიარდი დოლარით დაზარალდება, – ამის შესახებ გაერო-ს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ანგარიშშია აღნიშნული.

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლით, დიდი ბრიტანეთის ექსპორტი შვიდი პროცენტით შეიზღუდება, რაც საბოლოო ჯამში 16 მილიარდი დოლარის ზარალს გამოიწვევს.

ანგარიშში განმარტებულია, რომ აღნიშნული 16 მილიარდიდან ხუთი მილიარდი ავტომობილების ექსპორტს, ორი მილიარდი კი საკვებ პროდუქტებს მოიცავს. შეზღუდვებს შორის კი იქნება სასაზღვრო კონტროლი და ტარიფებიც.

ე.წ. ხისტი ბრექსიტის შემთხვევაში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად, დიდ ბრიტანეთს ვაჭრობის სფეროში პრობლემები შესაძლოა სხვა სახელმწიფოებთანაც შეექმნას. ანგარიშის თანახმად, ეს ქვეყნებია თურქეთი, კანადა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და მექსიკა. მათ ევროკავშირთან პრივილეგირებული ვაჭრობა აქვთ, თუმცა ჯერ უცნობია, როგორ გაგრძელდება ვაჭრობა ე.წ. ხისტი ბრექსიტის შემთხვევაში. ანგარიშში განმარტებულია, რომ ეს ოთხი ქვეყანა ევროკავშირთან არსებული ვაჭრობის გარდა, დიდი ბრიტანეთის ექსპორტის 20 პროცენტს წარმოადგენს.