ევროკავშირი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური განცხადებას ავრცელებს.

„მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობითა და თავშეკავებით და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, გამოიწვიოს ძალადობის შემდგომი ესკალაცია. მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების აღიარებით, ევროკავშირი მოელის, რომ ის დარჩება არაძალადობრივი და ძალადობის ყოველგვარი წაქეზება თავიდან იქნება არიდებული.

ევროკავშირი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცენ მშვიდობიანი პროტესტის ფუნდამენტურ უფლებას და ძალის გამოყენების პროპორციულობას მისი ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესების დაცვისას, დაიცვან მისი საერთაშორისო ვალდებულებები“,- აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ყაზახეთი ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ევროკავშირი-ყაზახეთის გაძლიერებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირი ყაზახეთისგან აღებული ვალდებულებების დაცვას მოელის, მათ შორის პრესის თავისუფლებისა და ინფორმაციაზე წვდომის თვალსაზრისით, როგორც ინტერნეტ სივრცეში, ასევე მის მიღმაც.

ევროკავშირი ასევე მოუწოდებს არსებული ვითარების მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ დიალოგის გზით, ყველა დაინტერესებულ მხარესა და მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვით.