ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, გააძლიერონ ჯანდაცვის სისტემები და საშობაო სეზონის წინ შეკრებების შეზღუდვებთან დაკავშირებით კოორდინირებულად იმოქმედონ
ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, გააძლიერონ ჯანდაცვის სისტემები და საშობაო სეზონის წინ შეკრებების შეზღუდვებთან დაკავშირებით კოორდინირებულად იმოქმედონ

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, გააძლიერონ ჯანდაცვის სისტემები და კოორდინირებულად იმოქმედონ საშობაო სეზონის წინ სოციალური შეკრებების შეზღუდვებთან დაკავშირებით, რათა თავიდან იქნას აცილებული „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდა.

ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

მედიასაშუალების ცნობით, ევროკომისიამ მოუწოდა მთავრობებს, საშობაო დღესასწაულებზე შეინარჩუნონ ფიზიკური დისტანცირებისა და ნიღბების ტარების წესები და მოსთხოვონ მოქალაქეებს თვითიზოლაცია სოციალურ შეკრებებამდე და ამის შემდეგ სადღესასწაულო სეზონზე შეხვედრებთან დაკავშირებული წესები დროებით შემსუბუქდება.

ევროკომისიის განცხადებით, თვითიზოლაცია სულ მცირე შვიდდღიანი უნდა იყოს. ევროკომისიაში ასევე აცხადებენ, რომ მასობრივი შეკრებები უნდა აიკრძალოს, ხოლო მცირე ღონისძიებებისთვის მკაფიო წესები ჩამოყალიბდეს.

„ვიცით, ერთმანეთის უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის დიდი მსხვერპლის გაღება გვიწევს, თუმცა ვერ დავუშვებთ, რომ შობისა და ახალი წლის აღსანიშნავი ზეიმი გახდეს ინფიცირების სწრაფად გავრცელების მიზეზი“, – განაცხადა ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა სტელა კირიაკიდესმა.