ევროკავშირი ვენესუელის კრიზისთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფს ქმნის
ევროკავშირი ვენესუელის კრიზისთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფს ქმნის

ევროკავშირი სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოებთან ერთად, ვენესუელის კრიზისთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფს ქმნის. ჯგუფის მიზანი, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩასატარებლად პირობების შექმნა იქნება.

საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი ევროკომისრის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები, კრიზისის დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით გადაჭრის მომხრე არიან და საკონტაქტო ჯგუფის დანიშნულებაც, სწორედ სამხედრო და ძალადობრივი ტენდენციების თავიდან არიდება იქნება.

ვენესუელის ოპოზიციონერი ლიდერი, ეროვნული ასამბლეის სპიკერი ხუან გუაიდო ლეგიტიმურ დროებით პრეზიდენტად ევროპული პარლამენტის წევრებმაც აღიარეს. კენჭისყრის შემდეგ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, ანტონიო ტაიანიმ, ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებელს.