ევროკავშირი ვენესუელას აფრთხილებს, თავი შეიკავოს ხუან გუაიდოს დაკავების მცდელობისგან
ევროკავშირი ვენესუელას აფრთხილებს, თავი შეიკავოს ხუან გუაიდოს დაკავების მცდელობისგან

ევროკავშირი ვენესუელას აფრთხილებს, თავი შეიკავოს დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს დაკავების მცდელობისგან.

როგორც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, ნებისმიერი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიან გუაიდოს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და პირად ხელშეუხებლობას, დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს.

ფედერიკა მოგერინის თქმით, ნიკოლას მადუროს რეჟიმმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მკაცრად დაგმობს ამგვარ ნაბიჯს.

„ნაციონალური ასამბლეის წევრები სარგებლობენ ხელშეუხებლობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით“, – აღნიშნა მოგერინიმ.

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ხუან გუაიდომ, რომელმაც 23 იანვარს დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა თავი, განაცხადა, რომ ეკვადორიდან ვენესუელაში 4 ან 5 მარტს დაბრუნდება.

გუაიდოს სამშობლოში დაკავება ემუქრება, რადგან მის წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული. გამოძიების გამო პოლიტიკოს ვენესუელის დატოვება აკრძალული ჰქონდა.