ევროკავშირი-უკრაინის სამიტი ზაფხულში ბრიუსელში გაიმართება
ევროკავშირი-უკრაინის სამიტი ზაფხულში ბრიუსელში გაიმართება

ევროკავშირი-უკრაინის სამიტი ზაფხულში ბრიუსელში გაიმართება. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. პეტრო პოროშენკო ამჟამად გერმანიაში იმყოფება, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა.

„პრეზიდენტმა პოროშენკომ ტუსკს დონბასში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისა და რუსეთის მხრიდან “მინსკის შეთანხმების” დარღვევის შესახებ ინფორმაცია გააცნო. მხარეებმა ასევე იმსჯელეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესაძლებლობაზე“, – ნათქვამია პოროშენკოს პრესსამსახურის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ დონბასში კონფლიქტი იქნება ასევე დღეს გერმანიაში დაგეგმილი მოლაპარაკებების მთავარი თემა, რომელშიც პეტრო პოროშენკო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიღებენ მონაწილეობას.