ევროკავშირი-უკრაინის სამიტი ბრიუსელში 9 ივლისს გაიმართება
ევროკავშირი-უკრაინის სამიტი ბრიუსელში 9 ივლისს გაიმართება

ბრიუსელში 9 ივლისს ევროკავშირი-უკრაინის სამიტი გაიმართება.

სამიტის მონაწილეები არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი/ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი და უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.

ევროკავშირი-უკრაინის სამიტზე საუბარი შეეხება ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას, ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებების შედეგებს, უკრაინაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების დღის წესრიგს.

სამიტის მონაწილეები უკრაინის პრეზიდენტთან იმსჯელებენ მინსკის შეთანხმებაზე, ყირიმის ანექსიაზე, აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე, რუსეთთან ურთიერთობაზე, ენერგო უსაფრთხოებაზე, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე, 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებსა და მიზნებზე.

დონალდ ტუსკი და პეტრო პოროშენკო ევროკავშირი-უკრაინის საიუბილეო რიგით 20-ე სამიტის გამართვის შესახებ 2018 წლის მაისში გერმანიაში შეხვედრის დროს შეთანხმდნენ.

ევროკავშირი-უკრაინის ბოლო სამიტი 2017 წლის 12-13 ივლისს კიევში გაიმართა.