ევროკავშირი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების ეკონომიკური განვითარებისთვის ათ მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების ეკონომიკური განვითარებისთვის ათ მილიონ ევროს გამოყოფს

უკრაინა – ევროკავშირის სამიტზე მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებს 10 მილიონ ევროს გამოუყოფს.

შეთანხმებას უკრაინის ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა, სტეპან კუბივმა და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა მოაწერეს ხელი.

თანხა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდება. ამ ფინანსური პაკეტის მომზადება, გასული წლის მიწურულს დაიწყო.

ასევე, ევროკომისიამ და უკრაინის მთავრობამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას 2019 წლის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის დაფინანსების შესახებ, რაც უკრაინისთვის 44 მილიონი ევროს გამოყოფას გულისხმობს. ეს თანხა უკრაინაში რეფორმების განხორციელებას და ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას უნდა მოხმარდეს.