ევროკავშირი უკრაინაზე და აშშ-ის „სამშვიდობო გეგმაზე“ სპეციალურ შეხვედრას 24 ნოემბერს გამართავს
FILE PHOTO: European flags fly outside the European Commission headquarters in Brussels, Belgium September 20, 2023. REUTERS/Yves Herman/File Photo
ევროკავშირი უკრაინასა და აშშ-ის „სამშვიდობო გეგმაზე“ სპეციალურ შეხვედრას 24 ნოემბერს გამართავს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა „იქსზე“ წერს.
შეხვედრა ევროკავშირი-აფრიკის კავშირის ფარგლებში გაიმართება.
კოშტა აღნიშნავს, რომ აშშ-ის 28 პუნქტიანი გეგმის პროექტი ისეთ დებულებებს შეიცავს, რაც არსებითად მნიშვნელოვანი იქნება სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის.
„შესაბამისად, გვჯერა, რომ პროექტი საფუძველია, რომელსაც დამატებითი მუშაობა დასჭირდება. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია იმ პრინციპის შესახებ, რომ საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით. ასევე, შეშფოთებული ვართ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართ შეთავაზებული შეზღუდვებით, რაც უკრაინას დატოვებს მოწყვლადს მომავალი თავდასხმის წინაშე.
ვიმეორებთ, რომ ევროკავშირსა და ნატო-სთან დაკავშირებული ელემენტების განსახორციელებლად საჭირო იქნება ევროკავშირის და ნატო-ს წევრების თანხმობა.
ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა ხაზგასმით აღვნიშნოთ უკრაინისადმი ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერის სიძლიერე. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას უკრაინასა და შეერთებულ შტატებთან მომდევნო დღეებში“, – აღნიშნავს კოშტა.
We welcome the continued US efforts to bring peace to Ukraine.
The initial draft of the 28-point plan includes important elements that will be essential for a just and lasting peace. We believe therefore that the draft is a basis which will require additional work.
We are… pic.twitter.com/2bXQDZZumO
— António Costa (@eucopresident) November 22, 2025