ევროკავშირი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
ევროკავშირი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს

ევროკავშირი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

ამელი დე მონშალინის განცხადებით, თურქეთის მიერ სირიაში წამოწყებულ სამხედრო ოპერაციაზე ევროკავშირის საპასუხო რეაგირების საკითხს მომავალ კვირას დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.

მისივე თქმით, ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაც განიხილება.

ევროკავშირის ლიდერები 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში შეხვდებიან.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სტოკჰოლმი თურქეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებას მოითხოვს.

ნორვეგიამ და ფინეთმა უკვე შეაჩერეს იარაღის ექსპორტი თურქეთში.