ევროკავშირი თურქეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების სიას შეადგენს, თუ ანკარა საბერძნეთთან და კვიპროსთან პრობლემების მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს არ დაიწყებს
ევროკავშირი თურქეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების სიას შეადგენს, თუ ანკარა საბერძნეთთან და კვიპროსთან პრობლემების მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს არ დაიწყებს

ევროკავშირი თურქეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების სიას შეადგენს, თუ ანკარა საბერძნეთთან და კვიპროსთან პრობლემების მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, – ამის შესახებ ევროკავშირის ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების განცხადებაშია აღნიშნული.

ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ საბერძნეთთან და კვიპროსთან თურქეთმა ტერიტორიული დავები უნდა მოაწესრიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სექტემბრის ბოლოდან სანქციების ახალი პაკეტის შენარჩუნება დაიწყება.

ხმელთაშუა ზღვის შვიდმა ევროპულმა ქვეყანამ საბერძნეთს და კვიპროსს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა. კორსიკაში გამართული სამიტის შემდეგ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა თქვა, რომ არადემარკირებულ საზღვაო ზონაში სამძებრო მისიის დასრულებისთვის თურქეთს დრო ჯერ კიდევ აქვს.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ პრობლემა არა თურქეთის მოსახლეობაში, არამედ თურქეთის ხელისუფლებაშია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის და საბერძნეთის ლიდერები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. საპასუხოდ, თურქეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, ომერ ჩელიკმა მაკრონი კოლონიალისტური თამაშის წარმოებაში დაადანაშაულა.