ევროკავშირი სომხეთის პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი სომხეთის პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი სომხეთის პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს, რათა მათ ერთად იმუშაონ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების ეფექტურად გასაჭრელად.

„ევროკავშირი მზადაა, დაეხმაროს სომხეთის რესპუბლიკას სტაბილური, დამოკრატიული და წარმატებული მომავლის მშენებლობაში. ველით მჭიდრო თანამშრომლობას სომხეთის ყველა ინსტიტუტთან, მათ შორის ახალ არჩეულ პარლამენტთან და მთავრობასთან. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, გააერთიანონ თავიანთი ძალისხმევა, რათა ერთად იმუშაონ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების ეფექტურად გადასალახად. თავის მხრივ ევროკავშირი მზადაა, გააძლიეროს ორმხრივი ურთიერთობები სომხეთის რესპუბლიკასთან, დაეხმაროს ქვეყანას რეფორმების განხორციელებაში და განავითაროს საერთო ვალდებულებები მხარეთა შორის“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.