ევროკავშირი - სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი ვართ, გამონაკლისის გარეშე
ევროკავშირი - სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი ვართ, გამონაკლისის გარეშე

ევროკავშირი ისრაელის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის.

ისრაელის საკანონმდებლო ორგანომ ტერორიზმში ბრალდებულების სიკვდილით დასჯას მხარი დაუჭირა.

“ევროკავშირი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგია , გამონაკლისის გარეშე – ასეთია ჩვენი პასუხი ამ კანონმდებლობაზე”, – განუცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ბრიუსელში.

ისრაელის პარლამენტმა ახალი რეგულაციის მიხედვით, ტერაქტის შემსრულებლის სიკვდილით დასჯისთვის საკმარისი იქნება ტრიბუნალის სამი მოსამართლიდან ორის თანხმობა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის გაუქმება მხოლოდ ისრაელის უზენაესს სასამართლოს შეუძლია.

როგორც ქნესეთის ვებგვერდზეა ნათქვამი, შესაბამის ცვლილებას მხარი 52 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 49. ახალი კანონის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმება ან სასჯელის შემსუბუქება დაუშვებელი იქნება.

კანონპროექტს მხარს უჭერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ტერორისტები სამხედრო დამნაშავეები არიან. მისი თქმით, ტერაქტის შემსრულებლები „კანონის მთელი სიმკაცრით“ უნდა დაისაჯონ.