ევროკავშირი სერბეთს და კოსოვოს აფრთხილებს და იერუსალიმში საელჩოს გახსნისგან თავის შეკავებას ურჩევს
ევროკავშირი სერბეთს და კოსოვოს აფრთხილებს და იერუსალიმში საელჩოს გახსნისგან თავის შეკავებას ურჩევს

ევროკავშირი სერბეთს და კოსოვოს აფრთხილებს და იერუსალიმში საელჩოს გახსნისგან თავის შეკავებას ურჩევს. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ გააკეთა.

„ნებისმიერი დიპლომატიური ნაბიჯები, რომლებიც იერუსალიმთან დაკავშირებით ევროკავშირის საერთო პოზიციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, სერიოზულ შეშფოთებას და წუხილს იწვევს“, – განაცხადა სტანომ.

იერუსალიმში სერბეთის საელჩოს გადატანის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა 4 სექტემბერს თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა, სადაც სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირში განაცხადეს, რომ ამ შეხვედრამდე ბრიუსელს ინფორმაცია მოლაპარაკებების მხოლოდ ეკონომიკურ ნაწილთან დაკავშირებით მიაწოდეს.